ოქრიაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და სავარაუდოდ, „აპოლონთან“ ითამაშებს #1TVSPORT
ოქრიაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და სავარაუდოდ, „აპოლონთან“ ითამაშებს #1TVSPORT

თორნიკე ოქრიაშვილი ჯანმრთელად არის და „აპოელს“ დაეხმარება კვიპროსის ჩემპიონატის მესამე ტგურში, რომელსაც გუნდი გასვლაზე ლიმასოლის „აპოლონთან“ გამართავს, – ინფორმაციას და დეტალებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი და კვიპროსული მედია ავრცელებს.

ქართველი ფეხბურთელი, რომელიც „ოლიმპიაკოსთან“ ბოლო მატჩში შეცვალეს, ჯანმრთელია, რადგან არც ტრავმა აწუხებდა, არც ჯანმრთელობის სხვა პრობლემა. 29 წლის ქართველმა შემტევმა თავი ცუდად იგრძნო მატჩის მსვლელობისას და გუნდის მწვრთნელი, სოფრონის ავგუსტი იძულებული გახდა, 36-ე წუთზე შეეცვალა.

აპოელის“ მთავარმა მწვრთნელმა, სოფრონის ავგუსტისმა ოქრიაშვილის ტრავმასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ქართველ შემტევს კუნთების დაზიანება არ უნდა ჰქონდეს და სხვა პრობლემაა, რომელიც მაშინ არ იცოდნენ. ყველაზე ცუდი ვარაუდი კორონავირუსს უკავშირდებოდა, რაც ფაქტობრივად, მოთამაშის მინიმუმ სამი კვირით დასვენებას ნიშნავდა.

საბედნიეროდ, ეს ვარაუდები უსაფუძვლო გამოდგა, ოქრიაშვილს არც ტრავმა და არც კორონავირუსი არ დაუდასტურდა და გუნდთან ერთად ემზადება ორშაბათის შეხვედრისთვის, რომელშიც „აპოელს“ სამი ქულა სჭირდება. კვიპროსული მედიის ცნობით, ახლა ყველაფერი კარგად არის და სავარაუდოდ, თორნიკე ამ შეხვედრას ითამაშებს.

ქართველების გუნდის მეტოქე გათამაშების ლიდერი ლიმასოლის „აპოლონია“, რომელიც ორი ტურის შემდეგ ერთადერთია, ქულა რომ არ დაუკარგავს და ექვსი ქულა დააგროვა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში გიორგი პაპუნაშვილი და რეზი ინჯგია ირიცხებიან.