ოქრიაშვილმა კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა - პასუხი უარყოფითია
ოქრიაშვილმა კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა - პასუხი უარყოფითია

საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ შემტევმა ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა კორონავირუსზე ტესტი ჩაიატარა, რომლის პასუხიც უარყოფითი გამოდგა.

ამის შესახებ 27 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ინფორმაცია ინსტაგრამზე გაავრცელა. თორნიკემ საკუთარ გვერდზე კორონავირუსზე ტესტის დასკვნა დადო და დააწერა – „პასუხი უარყოფითია“.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსში ჩემპიონატი ნაადრევად შეაჩერეს და ქართველების გუნდი, ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ვიცეჩემპიონად გამოაცხადეს.

ჩემპიონატის შეწყვეტით უკმაყოფილოა ფამაგუსტელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, რომელმაც გუნდი დაითხოვა და ჯერ უცნობია, თუ როდის დაიწყებს „ანორთოსისი“ ახალი სეზონისთვის მზადებას.