ოქრიაშვილმა გაიტანა, „ანორთოსისმა“ მოიგო (ვიდეო)
თორნიკე ოქრიაშვილმა კვიპროსში მორიგი გოლი გაიტანა, ხოლო თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგო და ლიდერობას ინარჩუნებს.
კვიპროსის ჩემპიონატის 23-ე ტურში ფამაგუსტელებმა საკუთარ მოედანზე ლარნაკას აეკ-ს უმასპინძლეს და 3:0 დაამარცხეს. ანგარიში ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა, ივან ტრიჩკივსკიმ გახსნა – მაკედონიელმა თავდამსხმელმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. თორნიკე ოქრიაშვილმა აეკ-ს მეორე გოლი 51-ე წუთზე გაუტანა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯარიმა შეასრულა და მეკარეს ბურთი ფეხებს შუა გაუტარა.
„ანორთოსისის“ ძირითად შემადგემლობაში ოთხმა ქართველმა ითამაშა: ძირითადში იყვნენ გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, ჯანო ანანიძე და თორნიკე ოქრიაშვილი, ხოლო ნიკა კაჭარავა მოედანზე შეცვლაზე შევიდა.
23 ტურის შემდეგ „ანორთოსისმა“ 46 ქულა დააგროვა, ისევე როგორც მისმა ნიქოზიას „ომონიამ“, მაგრამ ბურთების სხვაობით პირველზეა.