ოქრიაშვილმა „ანორთოსისი ნახევარფინალში გაიყვანა
ოქრიაშვილმა „ანორთოსისი ნახევარფინალში გაიყვანა

კვიპროსის თასის მეოთხედფინალში ქართველების გუნდმა, ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ „ნეა სალამინანი“ ორი მატჩის ჯამში დაამარცხა და გათამაშების ნახევარფინალში გავიდა.

საშინაო 1:1-ის შემდეგ, თემურ ქეცბაიას გუნდმა გასვლაზე მეტოქე 2:0 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა 85-ე წუთზე აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა „ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ათამაშა. ასევე სასტარტოდან დაიწყეს მატჩი ჩვენი ნაკრების კიდევ ორი წევრმა, გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა და 90 წუთი ჩაატარეს. ნიკა კაჭარავა განაცხადში არ ყოფილა, ხოლო ჯანო ანანიძე სათადარიგოებში იყო.