ოქრიაშვილის ინტერესების დამცველი - თორნიკეს წასვლა თავად სურდა, მას რუსული და ევროპული კლუბები იწვევენ
ოქრიაშვილის ინტერესების დამცველი - თორნიკეს წასვლა თავად სურდა, მას რუსული და ევროპული კლუბები იწვევენ

თორნიკე ოქრიაშვილმა „კრასნოდარი“ დატოვა. რუსული კლუბის გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი თემურ ლეფსაიამ გააკეთა, რომელიც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ინტერესებს კონტრაქტის გაფორმების დროს იცავდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, რუსული კლუბის გავრცელებული ცნობით, თორნიკე ოქრიაშვილმა „კრასნოდარი“ დატოვა. მომხდარზე კომენტარი თემურ ლეფსაიამ გააკეთა, რომელიც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ინტერესებს კონტრაქტის გაფორმების დროს იცავდა – „ეს ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. ოქრიაშვილს არ აკმაყოფილებდა ის დრო, რომელსაც მოედანზე ატარებდა. მაგრამ „კრასნოდარის“ ხელმძღვანელობის მადლობლები ვართ, რადგან ჩვენი ინტერესი გაითვალისწინეს. მადლობა კლუბს, რომელიც ოქრიაშვილს ენდო და მიიწვია. „კრასნოდარი“ სუპერკლუბია, სადაც ყველაფერი მაღალ დონეზეა. იმედია, სერგეი გალიცკი და ვლადიმირ ხაშიგი თორნიკეს მიწვევას არ ნანობენ. ოქრიაშვილმა კლუბს ბევრი სარგებლობა მოუტანა, ხოლო „კრასნოდარის“ გულშემატკივრებს – ბევრი ემოცია. გავიხსენოთ მხოლოდ ორი განსაცვიფრებელი გოლი „ზენიტთან“ და „სევილიასთან“. ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა. ეტყობა, სწორედ, ამის გათვალისწინებითაც, „კრასნოდარის“ ხელმძღვანელებმა მისი სურვილი გაითვალისწინეს და ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს. ოქრიაშვილი ამბიციური ადამიანია და სურს, რომ რაც შეიძლება მეტხანს ითამაშოს. ჩვენ გვინდა მადლობა გადავუხადო „კრასნოდარის“ გულშემატკივრებს, რომლებიც ოქრუაშვილს ყოველთვის განსაკუთრებულად ექცეოდნენ. ახლა თორნიკე ისვენებს და მის ტრანსფერზე ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, მის მიმართ ინტერესები არსებობს – როგორც რუსული, ასევე ევროპული კლუბებიდან. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ის უკლუბოდ არ დარჩება,“ – განაცხადა ლეპსაიამ Sport24.ru-თან ინტერვიუში.