ოქრიაშვილის გოლი სევილიას მეკარემაც გამოარჩია
ოქრიაშვილის გოლი სევილიას მეკარემაც გამოარჩია

ევროპის ლიგაზე „კრასნოდარმა“ „სევილია“ 88-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა (2:1). საქართველოს ნაკრების ლიდერის გოლი იმდენად ლამაზი აღმოჩნდა, რომ ეს თორნიკეს თანაგუნდელებმაც აღნიშნეს და მეტოქეებმაც.

„კრასნოდარის“ ნახევარმცველი ვანდერსონი: „ჩვენ ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. ოქრიაშვილმა კი ისეთი ბურთი გაიტანა, რომლის მსგავსიც „კრასნოდარში“ პირველად ვნახე. სხვათა შორის, ასეთები ოქრის ვარჯიშებზეც შეუსრულებია“ – ამბობს ვანდერსონი.

„სევილიას“ მეკარე თომაშ ვაცლიკმა კი განაცხადა, რომ „კრასნოდართან“ დამარცხება ქართველის დამსახურებაა: „მეტოქის გოლი სათანადოდ უნდა დავაფასო – შესანიშნავი დარტყმა იყო. ეს ძალიან დასანანი გოლი იყო, რადგან ბოლო წუთებზე გაგვიტანეს“.

ოქრიაშვილის გოლი ესპანურმა გამოცემა AS-მაც აღნიშნა:

„ოქრიაშვილი მეორე რომ გაიტანა, სევილიელები ერთმანეთს უყურებდნენ და ვერ იგებდნენ, რა მოხდა“.

რუსულმა გამოცემა “Sports.ru”-მა შემდეგი დაწერა: “:

„ოქრიაშვილმა „მაკრატელა“ მოედანზე შესვლიდან 3 წუთში გაიტანა. სულ მან 7 წუთი ითამაშა და კარში ორჯერ დაარტყა. რითი არაა ბეილი ან რონალდუ?“.