ოქრიაშვილის 13 გოლი - მოქმედი თაობის ბომბარდირმა ყველაზე მეტჯერ ოქტომბერში გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

კოსოვოს მხარესთან თორნიკე ოქრიაშვილმა საქართველოს ნაკრების მაისურით მე-13 გოლი გაიტანა და ნაკრების ბომბარდირებში მეოთხე ადგილზე დაწინაურდა. მან ეს გოლი და გამარჯვება ბათუმში ტრაგიკულად გარდაცვლილ ადამიანთა ხსოვნას მიუძღვნა.

ოქრიაშვილის გარდა, აქამდე 12-12 გოლი გიორგი დემეტრაძესა და და ლევან კობიაშვილსაც ჰქონდათ გატანილი. კოსოვოსთან გოლით „ჯვაროსნების“ მოქმედმა შემტევმა მე-4 პოზიცია ერთპიროვნულად დაიკავა.

საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირთა სია ასე გამოიყურება:

შოთა არველაძე – 26 გოლი

თემურ ქეცბაია – 17

ალექსანდრე იაშვილი – 15

თორნიკე ოქრიაშვილი – 13

გიორგი დემეტრაძე – 12

ლევან კობიაშვილი – 12

ვაკო ყაზაიშვილი – 11

ჯაბა კანკავა – 10

მიხეილ ყაველაშვილი – 9

დავით სირაძე – 8

გიორგი ქინქლაძე – 8

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პრიშტინაში, ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე კოსოვოსთან 9-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. ბოლოს საქართველოს ნაკრებმა 2012 წლის 7 სექტემბერს ბელარუსი 1:0 სწორედ ოქრიაშვილის გოლით დაამარცხა.

ოქრიაშვილის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2010 წლის 17 ნოემბერს სლოვენიასთან სტუმრად 2-1 მოგებულ ამხანაგურ მატჩში შედგა – იმ დღეს, ოქრიაშვილი მოედანზე 62-ე წუთზე ნიკოლოზ გელაშვილის ნაცვლად შევიდა.

2012 წლის 7 სექტემბერს 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საშინაო მატჩში ეროვნული ნაკრების მაისურით ბელარუსის ნაკრებთან ოქრიაშვილმა მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. ეს მისთვის ნაკრებში გატანილი პირველი გოლი იყო.

ოქრიაშვილის 13 გოლი

7 სექტემბერი, 2012, ბელარუსი 1-0

29 მაისი, 2014, საუდის არაბეთი 2-0

7 სექტემბერი, 2014, ირლანდია 1-2

14 ოქტომბერი, 2014, გიბრალტარი 3–0

8 ოქტომბერი, 2015, გიბრალტარი 4-0

29 მარტი, 2016, ყაზახეთი 1-1

7 ივნისი, 2016, ესპანეთი 1-0

8 ოქტომბერი, 2016, უელსი 1-1

9 სექტემბერი, 2018, ლატვია 1-0

8 სექტემბერი, 2020, ჩრ. მაკედონია 1-1

8 ოქტომბერი, 2020, ბელორუსია 1-0

11 ოქტომბერი, 2020, სომხეთი 2-2

12 ოქტომბერი, 2021, კოსოვო 2-1

ოქრიაშვილმა ყველაზე მეტი, 2-2 გოლი ბელარუსის და გიბრალტარის ნაკრებებს გაუტანა. ყველაზე მეტი, 6 გოლი კი ოქტომბერში ჩაიწერა ანგარიშზე, 4 გოლი – სექტემბერში, ხოლო 1-1 – მარტში, მაისსა და ივნისში.