ოქრიაშვილი ტესტირებას გაივლის - „აპოელში“ იმედოვნებენ, რომ ინფიცირებული არ არის და კვლავ კოშმარში არ გაიღვიძებენ #1TVSPORT
ოქრიაშვილი ტესტირებას გაივლის - „აპოელში“ იმედოვნებენ, რომ ინფიცირებული არ არის და კვლავ კოშმარში არ გაიღვიძებენ #1TVSPORT

ნიქოზიასაპოელმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-2 ტურის შეხვედრა საკუთარ სტადიონზე თანაქალაქელ „ოლიმპიაკოსთან“ 0:1 დათმო. მარცხის ერთ-ერთი მიზეზი მოედნიდან თორნიკე ოქრიაშვილის მოულოდნელი გასვლაც იყო.

ამის გამო „აპოელი“ იძულებული გახდა, თავისი ერთ-ერთი ლიდერი შეეცვალა და „ოლიმპიაკოსთან“ თამაშში ცვლილებები განეხორციელებინა, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელთა უფრო მეტ შეშფოთებას თორნიკე ოქრიაშვილის შესაძლო დიაგნოზი იწვევს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სოფრონის ავგუსტისმა „ოლიმპიაკოსიდან“ დამარცხების (1:0) შემდეგ განაცხადა, რომ ოქრიაშვილის 35-ე წუთზე შეცვლა ფეხბურთელის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო გამოწვეული.

მატჩის დროს „აპოელის“ ქართველმა ლიდერმა თავი ცუდად იგრძნო. მიზეზი მაღალი ტემპერატურა აღმოჩნდა და ოქრიაშვილს კორონავირუსის ტესტის გავლა მოუწევს.

მომხდარის გამო, არა მხოლოდ ოქრიაშვილს, არამედ, „აპოელის“ ყველა ფეხბურთელს ვირუსზე ტესტირების გავლა მოუწევს. გუნდში იმედოვნებენ, რომ მოთამაშეს  პრობლემა არ ექნება, მაგრამ საფრთეს არ გამორიცხავენ.

„გუნდში იმედი აქვთ, რომ ფეხბურთელი ვირუსით ინფიცირებული არ იქნება და კვლავ არ არ გაიღვიძებენ იმ კოშმარში, რომელიც „აპოელში“ წელს გადაიტანეს – ნიქოზიაში წელს კოვიდის 20-ზე მეტ შემთხვევა დაფიქსირდა“, – წერს გამოცემა reporter.