ოქრიაშვილი საუკეთესო იყო, მაგრამ წითელი ბარათი მიიღო - „აპოელმა“ ნავსი გატეხა [ვიდეო] #1TVSPORT
ოქრიაშვილი საუკეთესო იყო, მაგრამ წითელი ბარათი მიიღო - „აპოელმა“ ნავსი გატეხა [ვიდეო] #1TVSPORT

კვიპროსში ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო შეხვედრა გაიმართა – ნიქოზიაში „აპოელმაპაეეკ-ს უმასპინძლა და დიდი წვალებით 1:0 დაამარცხა.

„აპოელს“, სადაც სამი ქართველი თამაშობს, სეზონის დაწყებამდე ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად თვლიდნენ, მაგრამ სეზონი დაიწყო და პროგნოზები გაბათილდა – გუნდმა სუპერლიგაში 3 შეხვედრა ჩაატარა და ყველა წააგო. გუნდში 15 ახალწვეულია, შეთამაშების პრობლემა ჰქონდათ და ამის გამო მთავარი მწვრთნელი პირველივე მატჩის შემდეგ გაუშვეს.

პაეეკ-თან ნიქოზიელების ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ თორნიკე ოქრიაშვილი იყო, მურთაზ დაუშვილი მოედანზე 58-ე წუთზე შევიდა, ხოლო გიორგი ქვილითაიამ მცირე ტრავმის გამო მატჩი გამოტოვა.

ოქრიაშვილი „აპოელს“ ლიდერად მოევლინა – ლამის ყველა შეტევას იწყებდა და თამაში ყველაზე მეტად გაამწვავა. რამდენჯერმე კარში დაარტყა, სახიფათო გადაცემებით გუნდელებს თავის გამოჩენის შანსი არაერთხელ მისცა. მაგრამ პაეეკ-ის კარში ბურთი არ გადიოდა. 31-ე წუთზე ოქრიაშვილმა პენალტი მოიპოვა, მაგრამ ხორვატმა ანტონ მაგლიცამ ესეც ვერ გამოიყენა და ბურთი კარს ააცილა.

 

29 წლის ქართველისთვის ეს იღბლიანი დღე არ იყო. მეორე ტაიმში ლუკას სოუზა კარის წინ დატოვა, მაგრამ მან ეს შანსი გაანიავა. 64-ე და 77-ე წუთებზე თორნიკემ ორი ყვითელი ბარათი მიიღო მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა. მაგრამ ასეთივე მდგომარეობაში იყო პაეეკ-ი, რომლის ფეხბურთელიც მე-6 წუთზე გააგდეს. „აპოელმა“ ნავსი მაინც გატეხა და ერთადერთი გოლი ამის შემდეგ გაიტანა – ლუკას სოუზამ მეტოქის კარი მე-80 წუთზე გაიტანა.

 

ეს ნიქოზიური კლუბის ზედიზედ მეორედ მოგებული მატჩი იყო. გუნდმა 23 სექტემბერს კვიპროსის თასზე „ნეა სალამისი” 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. ჩემპიონატში კი გუნდმა 3 ქულა დააგროვა და თემურ ქეცბაიას „ანორთოსისს“ ქულებით გაუთანაბრდა.