ოქრიაშვილი მოედანს დაუბრუნდა და ისევ „მაკრატელაზე“ ფიქრობს
ოქრიაშვილი მოედანს დაუბრუნდა და ისევ „მაკრატელაზე“ ფიქრობს

„100 პროცენტით მზად ვარ მატჩი სრულად ჩავატარო, თავს კარგად ვგრძნობ და არაფერი მაწუხებს. მხოლოდ გამარჯვების იმედი გვაქვს“ – ეს თორნიკე ოქრიაშვილმა დღეს, თურქულ „აკხისარ ბელედიესპორთან“ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი „კრასნოდარის“ პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელთან, მურად მუსაევთან ერთად გამოცხადდა. ოქრიაშვილმა, რომელიც „ჯვაროსნების“ ოქტომბრის შეკრებაზე დაშავდა და მას შემდეგ კარგა ხანი გაუცდა, პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „მაკრატელას“ შესრულების შანსი თუ მიეცემა, ამაზე ხელს ცუდი ამინდის გამოც არ აიღებს: „თურქეთში ვთამაშობდი და „აკხისარის“ ძლიერ მხარეს რაც შეეხება, შემტევ ფეხბურთს თამაშობს. როდესაც თურქული კლუბები სახლში თამაშობენ, მათ არარეალური მხარდაჭერა აქვთ. ჩვენ ველით ასეთივე მხარდაჭერას ჩვენი გულშემატკივარისგან – ეს ჩვენ გვჭირდება. თუ შესაძლებლობა მომეცემა? ხვალ თოვლია გამოცხადებული, მაგრამ შანსი თუ მომეცემა, „მაკრატელას“ კიდევ შეცასრულებ.“

თორნიკე მოედანს 25 ნოემბერს, რუსეთის პრემეირლიგის მე-15 ტურში დაუბრუნდა, რომელიც მისმა გუნდმა ტულის „არსენალთან“ გამართა და 3:0 მოიგო.