ოქრიაშვილი კვიპროსზე შედევრით დაბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებში გოლის გატანის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილი კვიპროსზე დაბრუნდა და უედიდესი წვლილი შეიტანა ნიქოზიისაპოელმა“ ჩემპიონატში მეორე გამარჯვება რომ მოიპოვა.

კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში ქართველების გუნდმა საკუთარ მოედანზე ახნასეთნიკოსს“ უმასპინძლა, რომელმაც სეზონი ცუდად დაიწყო და „აპოელთან“ ერთად ბოლო ადგილებზე იმყოფებოდა. ამიტომ შედეგს სატურნირო კუთხით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

სამივე ქართველი ფეხბურთელი – თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია „აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ანგარიში ოქრიაშვილმა შესვენებამდე, 45-2-ე წუთზე გახსნა. ეს იყო ნამდვილი შედევრი – თორნიკემ ჯარიმა ლამის კუთხურის ალმიდან შეასრულა და ბურთი შორეულ კუთხეში გაიტანა.

მარიოს ილიამ 81-ე წუთზე პენალტით წონასწორობა აღადგინა, ნიქოზიელებს გამარჯვება ანტერას კარომ მოუტანა, რომელმაც გადამწყვეტი გოლი 87-ე წუთზე გაიტანა და „აპოელმა“ 2:1 მოიგო.

კვიპროსის ჩემპიონატის 6 ტურის შემდეგ 6 ქულით ნიქოზიელებმა ოდნავ ამოისუნთქეს და მე-11-დან მე-10 პოზიციაზე გადაინაცვლეს.