ოქრიაშვილი ექიმების დასკვნას ელის
ოქრიაშვილი ექიმების დასკვნას ელის

კვიპროსის ვიცეჩემპიონ ფამაგუსტას „ანორთოსისში“ თორნიკე ოქრიაშვილის მდგომარეობა ადარდებთ – 28 წლის შემტევმა ნახევარმცველმა სანაკრებო თამაშებში ტრავმა მიიღო და ჯერ უცნობია, მოედანს როდის დაუბრუნდება.

ოქრიაშვილმა ბელარუსთან ევრო2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩიც ჩაატარა და სომხეთთან ერთა ლიგის მესამე ტურშიც და ორივე შეხვედრაში გოლი გაიტანა. თუმცა, სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიასთან არ უთამაშია.

„თორნიკე ოქრიაშვილთან დაკავშირებული ვითარება ჯერ გაურკვეველია. საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ შემტევის თამაში „ნეა სალამინასთან“ მატჩში ეჭვს იწვევს. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიასთან არ მონაწილეობდა. გუნდში ფეხბურთელს ელოდნენ და იმედოვნებდნენ, რომ მას სერიოზული არაფერი სჭირს, რადგან თემურ ქეცბაიას მასზე დიდ იმედს ამყარებს“, – წერს კვიპროსული გამოცემა „პროტატლი“.

გამოცემის თქმით, თორნიკე ოქრიაშვილი უკვე კვიპროსშია და ექიმების დასკვნას ელის – „პროტატლიმას“ ცნობით, ტრავმა მძიმე არაა და გამორიცხული არა არის, რომ თორნიკემ გუნდთან ერთად პარასკევს ივარჯიშოს.