ოქრიაშვილი და დაუშვილი „ომონიას“ შეუერთდნენ #1TVSPORT
ოქრიაშვილი და დაუშვილი „ომონიას“ შეუერთდნენ #1TVSPORT

ნიქოზიას „აპოელი“, სადაც საქართველოს ნაკრების სამი ფეხბურთელი გადავიდა, ბულგარეთში სეზონისთვის მზადებას აგრძელებს.

კვიპროსის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი პირველ ამხანაგურ მატჩს კვიპროსულ სმირნისაპოლონთან“ გამართავს. გამოცემა „სპორტტაიმის“ ცნობით, მთავარი მწვრთნელის, სავას პურსაიტიდისის განკარგულებაში მხოლოდ გიორგი ქვილითაია იყო, ახლა კი გუნდს თორნიკე ოქრიაშვილი და მურთაზ დაუშვილიც შეუერთდნენ.

საქმე ისაა, რომ კორონავირუსი ბოლო დროს კვიპროსულ კლუბებში დიდი მასშტაბით გავრცელდა. „ანორთოსისის“, „აპოლონის“, „ომონიას“, აეკ-ის და აელ-ის შემდეგ, „აპოელშიც“ დაადასტურეს, რომ გუნდში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა და მკაცრი რეგულაციების გამო, საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი გუნდს ახლა შეუერთდა.

ნიქოზიელი ფეხბურთელები ბულგარეთში მზადებას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ – გუნდის შესათამაშებლად ამხანაგური მატჩები დაიგეგმა. ბოლო ინფორმაციით, გუნდს თორნიკე ოქრიაშვილი და მურთაზ დაუშვილი შეუერთდნენ“, – წერს „სპორტტაიმი“.

გამოცემის ცნობით, ორივე ქართველი სპეციალური პროგრამით ემზადებოდა:

„ისინი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სპეციალურ პროგრამით ვარჯიშობდნენ. მცირე ხნის შემდეგ ისინი გუნდს ბულგარეთში შეუერთდნენ. არსებული ინფორმაციით, მათ კორონავირუსზე ჩატარებულ ყველა ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს. აქედან გამომდინარე, სავას პურსაიტიდი ოქრიაშვილსა და დაუშვილს სმირნისაპოლონთან“ ამხანაგურ მატჩში ათამაშებს“.