ოქრიაშვილი „აპოელის“ სამატჩო განაცხადშია #1TVSPORT
ოქრიაშვილი „აპოელის“ სამატჩო განაცხადშია #1TVSPORT

თორნიკე ოქრიაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და მოედანს ერთ კვირაში დაუბრუნდა. 29 წლის ქართველი ნახევარმცველი ახლა კვიპროსის ჩემპიონატის პირველი ტურის სამატჩო განაცხადში მოხვდა.

„აპოელი“ სეზონის პირველ შეხვედრას 21 აგვისტოს სტუმრად „პაფოსთან“ გამართავს. ნიქოზიას კლუბმა საჯაროდ დაასახელა იმ მოთამაშეთა სია, რომლებიც ამ შეხვედრისთვის ემზადებიან და სიაში სამივე ქართველი ფეხბურთელია – მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია.

თორნიკე ოქრიაშვილმა ნიქოზიისაპოელთან“ ერთად სეზონისთვის მზადება დაიწყო და ლარნაკას აეკ-თან ამხანაგურ მატჩში ძირითად შემადგენლობაშიც იყო, მაგრამ შესვენებამდე ტკივილები იგრძნო და მეოდნის დატოვება მოუხდა. საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, ქართველმა ნახევარმცველმა რეაბილიტაციის პროგრამა სწრაფად დაასრულა და როგორც გაირკვა, „პაფოსთან“ თამაშს შეძლებს.

ეს კარგი ამბავია საქართველოს ნაკრებისთვის, რომელიც აგვისტოს ბოლოს შეკრებას დაიწყებს, კოსოვოსთან და ესპანეთთან ოფიციალური, ბულგარეთთან კი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას შეუდგება.