Opta Power Ranking-ის განახლებულ რეიტინგში კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „რეალს“ გადაასწრო #1TVSPORT
Opta Power Ranking-ის განახლებულ რეიტინგში კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „რეალს“ გადაასწრო #1TVSPORT

Opta Power Rankings-მა განახლებული საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბების სამეულში დაწინაურდა, გადაასწრო მადრიდის „რეალს“ და „ბარსელონას“, რომ არაფერი ვთქვათ სხვა ევროპულ გრანდებზე.

Opta Power Rankings არის გუნდური რეიტინგის გლობალური სისტემა, რომელიც აფასებს თითქმის 13,500 ეროვნული საფეხბურთო გუნდის შესაძლებლობებს ნულიდან 100-მდე, სადაც ნული არის ყველაზე ცუდი რეიტინგის მქონდე გუნდი მსოფლიოში, ხოლო 100 – საუკეთესო შედეგი.

1 მანჩესტერ სიტი 100,0

2 მიუნხენის ბაიერნი 99,2

3 ნაპოლი 96,5

4 მადრიდის რეალი 95,9

5 არსენალი 95,0

6 ბარსელონა 94,9

7 ლივერპული 94,2

8 მანჩესტერ იუნაიტედი 93,7

9 იუვენტუსი 92,7

10 ინტერი 92,6