Opta-მ ევროპის ლიგის მთავარ ფავორიტად „ასტონ ვილა“ დაასახელა #1TVSPORT
სტატისტიკურმა პორტალმა Opta-მ დაასახელა 2025-26 წლების სეზონის ევროპის ლიგის ფავორიტი.
სუპერკომპიუტერი მოგებაზე ყველაზე დიდ შანსს აძლევს ბირმინგემის „ასტონ ვილას“ – 21,6%. მეორე ადგილზეა „ნოტინგემ ფორესტი“ (11,3%). ჩემპიონობაზე ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ „უტრეხტსა“ (0,5%) და ზაგრების „დინამოს“ (0,8%).
ევროპის ლიგის ძირითადი ეტაპი 24 სექტემბერს დაიწყება. ფინალი 2026 წლის 20 მაისს სტამბოლში „ბეშიქთაშის“ სტადიონზე გაიმართება.