OPTA ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარ ფავორიტად „არსენალს“ მიიჩნევს #1TVSPORT
OPTA ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარ ფავორიტად „არსენალს“ მიიჩნევს #1TVSPORT

ანალიტიკური პლატფორმა OPTA უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლის სეზონის მთავარ ფავორიტად ორი ტურის შემდეგ ლონდონის „არსენალს“ ასახელებს.

პორტალის მიხედვით, „არსენალის“ შანსი 18 პროცენტია. მეორე ადგილზეა „ლივერპული“, რომლის გამარჯვების შანსიც 15 პროცენტად ფასდება. მესამე ადგილზეა მოქმედი ჩემპიონი პსჟ – 14 პროცენტი.

OPTA-ს მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის მოგების შვიდი ფავორიტი:

„არსენალი“ – 18%
„ლივერპული“ – 15%
პსჟ – 14%
„მან. სიტი“ – 10%
„ბაიერნი“ – 10%
„ბარსელონა“ – 8%
„რეალ მადრიდი“ – 5%

ამჟამად „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის საერთო ცხრილში მეხუთე ადგილზეა. გუნდმა პირველ ტურში სტუმრად „ბილბაო“ დაამარცხა, ხოლო შემდეგ „ოლიმპიაკოსს“ სძლია. ლონდონელებთან ერთად წინ უდანაკარგოდ მიიწევენ – „ბაიერნი“, „რეალი“, პსჟ, „ინტერი“ და „ყარაბაღი“.