ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხვალისთვის დაგეგმილ აქციაზე მოლაპარაკებებს მართავენ
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხვალისთვის დაგეგმილ აქციაზე მოლაპარაკებებს მართავენ

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მართავენ საკითხზე, თუ ხვალ, რუსთაველის გამზირზე რა ფორმით ჩაატარებენ აქციას და დახვდებიან საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს.

როგორც ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, ვინც მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა, ხვალ ამას გააპროტესტებს.

„ვინც თვლის, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, უნდა გამოვიდეს, დადგეს და ეს გზავნილი გამოუშვას ამერიკელი საზოგადოების მიმართ“, – განაცხადა უგულავამ.

კითხვაზე, ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციურმა პარტიებმა ისაუბრეს თუ არა საქართველოში ამერიკის ელჩთან, უგულავა ამბობს, რომ მასთან ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.

„არანაირი საუბარი ამ თემაზე არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, რადგან აქციის ჩატარებას საკუთარი კონსტიტუციის დაცვით არანაირი შეთანხმება არ სჭირდება არავისთან დედამიწის ზურგზე“, – განაცხადა უგულავამ