ონლაინ შეხვედრა „პარი სენ-ჟერმენთან“ - „ტორპედო“ ფრანგებს შესაძლო თანამშრომლობასა და მეთოდოლოგიის დანერგვაზე ესაუბრა #1TVSPORT
ონლაინ შეხვედრა „პარი სენ-ჟერმენთან“ - „ტორპედო“ ფრანგებს შესაძლო თანამშრომლობასა და მეთოდოლოგიის დანერგვაზე ესაუბრა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ და „პარი სენ-ჟერმენის“ წარმომადგენლებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა – ინფორმაციას ქართული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ქუთაისის „ტორპედოსა“ და „პარი სერ ჟერმენის“ წარმომადგენლებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა, რომლის ორგანიზატორი და ინიციატორი, „ტორპედო“ აკადემიის ხელმძღვანელი მასიმილიანო ფერარი გახლდათ. საუბარი კლუბებს შორის შესაძლო სამომავლო თანამშრომლობას, ევროპული მეთოდოლოგიისა და მიდგომების დანერგვას შეეხო“, – წერია ქუთაისის „ტორპედოსა“ პრესსამსახურის განცხადებაში.

მასიმილიანო ფერარი წლების განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, „მილანის“ აკადემიის მწვრთნელი იყო. ქუთაისში 2021 წლის ოქტომბერში ანა წერეთლის ძალისხმევით ჩამოვიდა, რომელიც „ინტერი საქართველოს“ აკადემიის დირექტორია, თავიდან კი „ტორპედოს“ სამეთვალყურეო საბჭოში საქმიანობდა.

იტალიელმა სპეციალისტმა „ტორპედოს“ მფლობელ „ნიუ ვიჟენთან“ ხელშეკრულება კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც, ქუთაისურ კლუბს და „ნიუ ვიჟენის“ ბაზაზე მოქმედ „ინტერი საქართველოს“ კონსულტაციას გაუწევდა და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის ფუნქციურად გამართვაშიც დაეხმარებოდა.