Onefootball-ი ხვიჩა კვარაცხელიას კილიან მბაპეს შემცვლელად ასახელებს #1TVSPORT
Onefootball-ი ხვიჩა კვარაცხელიას კილიან მბაპეს შემცვლელად ასახელებს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას შეეცდება იმ შემთხვევაში, თუ ფრანგულ გრანდს კილიან მბაპე დატოვებს, – ინფორმაციას Onefootball-ი გამოცემა 90min-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„თუ კილიან მბაპე ზაფხულში კლუბს დატოვებს, „პარი სენ-ჟერმენი“ „ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას შეეცდება. საინტერესოა, რომელი კლუბი იქნება ქართველის შემდეგი გამოწვევა“, – წერს Onefootball-ი.

საფრანგეთის ნაკრების კაპიტანს „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება. ფრანგულ კლუბს ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება სურს, თუმცა რამდენიმე გამოცემის ინფორმაციით, თავად მბაპეს მადრიდის „რეალში“ უნდა გადასვლა.

რაც შეეხება კვარაცხელიას, მიმდინარე სეზონში მან „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

საქართველოს ნაკრების რიგებში 2023 წელს კვარაცხელიას ანგარიშზე ოთხი გატანილი გოლია.