ონანა „აიაქსიდან“ „ჩელსიში“ გადავა
ონანა „აიაქსიდან“ „ჩელსიში“ გადავა

ამსტერდამის „აიაქსის“ მეკარე ანდრე ონანა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდს შეიცვლის. როგორც რამდენიმე წყარო ადასტურებს, 23 წლის კამერუნელმა ლონდონის „ჩელსის“ წინადადება მიიღო.

ტრანსფერის თანხა 34 მილიონი ფუნტი იქნება.

აღნიშნავენ, რომ ონანა უნდა გახდეს „ჩელსის“ ამჟამინდელი მეკარის კეპა არისაბალაგას შემცვლელი. გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლემპარდი უკმაყოფილოა მიმდინარე სეზონში ესპანელის თამაშის დონით.

ონანაზე ასევე პრეტენზიას აცხადებდნენ „ბარსელონა“, „პარი სენ-ჟერმენი“ და „ტოტენჰემი“, მაგრამ მეკარემ სწორედ ლონდონურ კლუბში გადასვლა მოისურვა.

მიმდინარე სეზონში ონანამ 20 მატჩი ჩაატარა ნიდერლანდების ჩემპიონატში და 16 გოლი გაუშვა.

დატოვე კომენტარი