„ომიკრონის“ გავრცელების გამო, ნიდერლანდებში 19 დეკემბრიდან 14 იანვრამდე ლოკდაუნი ​იმოქმედებს
„ომიკრონის“ გავრცელების გამო, ნიდერლანდებში 19 დეკემბრიდან 14 იანვრამდე ლოკდაუნი ​იმოქმედებს

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო, ხვალიდან ნიდერლანდებში ლოკდაუნი ამოქმედდება. აღნიშნულის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა. მისი თქმით, „ომიკრონის“ შტამი იმაზე სწარაფად ვრცელდება, ვიდრე წარმოედგინათ და ლოკდაუნის გამოცხადება გარდაუვალი გახდა.

ლოკდაუნი ნიდერლანდებში 19 დეკემბრიდან 14 იანვრამდე იმოქმედებს.

ამ პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიკეტება ბარები, რესტორნები, კინოთეატრები, სავარჯიშო დარბაზები, სილამაზის სალონები, მუზეუმები და ის მაღაზიები, სადაც აუცილებელი საჭიროების პროდუქცია არ იყიდება.

შეზღუდვები არ იმოქმედებს პროდუქტების მაღაზიებზე, ბენზინგასამართ სადგურებზე, ავტოსკოლებსა და ბიბლიოთეკებზე.