ომანის ყურეში ტანკერზე თავდასხმაში ტრამპი ირანს ადანაშაულებს
ომანის ყურეში ტანკერზე თავდასხმაში ტრამპი ირანს ადანაშაულებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს ომანის ყურეში ნავთობმზიდზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

„დანამდვილებით ირანმა გააკეთა ეს. თქვენ დაინახეთ იქ გემი, ვფიქრობ, ერთ-ერთი მათგანი სწორედ ირანული იყო, რომელიც არ აფეთქდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა ზომებს მიმართავს აშშ საპასუხოდ, თუმცა აღნიშნა, რომ მკაცრ სანქციებს კარგი შედეგი ექნებოდა.

ომანის ყურეში ორ ტანკერზე აფეთქება რამდენიმე დღის წინ მოხდა. ოფიციალური თეირანი ამტკიცებს, რომ მათ აფეთქებასთან კავშირი არ აქვთ.