ომანის ყურეში ირანის წვრთნების დროს ინციდენტი მოხდა, არის მსხვერპლი
ომანის ყურეში ირანის წვრთნების დროს ინციდენტი მოხდა, არის მსხვერპლი

ომანის ყურეში ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების წვრთნის დროს ინციდენტი მოხდა. მედიის ცნობით, არის მსხვერპლი.

არსებული ცნობებით, სწავლების დროს სამხედრო გემიდან საზღვაო ძალებმა რაკეტა საკუთარი ყატარღის მიმართულებით გაუშვეს. როგორც ირანული სააგენტო „ფარსი“ წერს, გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. თუმცა, ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“ იუწყება, რომ გარდაცვლილია ათობით ადამიანი.

სარაკეტო დარტყმის შედეგად, ხომალდი მთლიანად განადგურდა.

შემთხვევა ირანის სამხრეთ ნაწილში მდებარე ჯასკის პორტთან მოხდა.