ომანის მთავრობაში აცხადებენ, რომ დაზიანებული ნავთობტანკერიდან გაჟონილი ნავთობი 400 კვადრატულ კილომეტრზე გავრცელდა
ომანის სანაპიროსთან ახლოს მყოფი დაზიანებული ნავთობტანკერიდან გაჟონილი ნავთობი 400 კვადრატულ კილომეტრზე გავრცელდა. ინფორმაციას ომანის მთავრობა ავრცელებს.
ნავთობტანკერს, სახელად „კაროლინ ბეზენგს“, ტექნიკური პრობლემა თავდაპირველად 8 ივნისს გაუჩნდა. წინასწარი შეფასებით, აზიისკენ მიმავალ რუსული ნავთობით დატვირთულ გემზე აფეთქება მოხდა. ხელისუფლების ცნობით, ჩაღვრილი ნავთობი კუნძულ ჰილანიათიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ ვრცელდება და ამ ეტაპზე სანაპიროდან შვიდი კილომეტრის რადიუსით არის დაშორებული.
მიკრობიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის პროფესორის თქმით, თუ ნავთობი სანაპიროსგან მოშორებით დარჩება, გარემოზე ზემოქმედება გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ნავთობი სანაპირო ზოლს მიაღწევს.