ოლივიე ჟირუს „ლოს ანჯელესი“ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მონაწილე გახდა #1TVSPORT
„ლოს ანჯელესი“ კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო მონაწილე გახდა. MLS-ის კლუბმა პლეი ინის შეხვედრაში დამატებით დროში დაამარცხა მექსიკის „ამერიკა“ – 2:1.
„ამერიკა“ ბრაიან როდრიგესის გოლით 89-ე წუთამდე იგებდა, მაგრამ „ლოს ანჯელესმა“ იგორ ჟესუსის გოლით მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა. გადამწყვეტი აღმოჩნდა 115-ე წუთზე დენი ბუანგას გოლი. შედეგიანი გადაცემა მას ოლივიე ჟირუმ გაუკეთა.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, რომელიც 15 ივნისიდან 13 ივლისამდე გაიმართება, სრულად დაკომპლექტდა ჯგუფების შემადგენლობა.
A ჯგუფი – პალმეირასი (ბრაზილია), პორტუ (პორტუგალია), ალ-აჰლი (ეგვიპტე), ინტერ მაიამი (აშშ);
B ჯგუფი – პსჟ (საფრანგეთი), ატლეტიკო (ესპანეთი), ბოტაფოგო (ბრაზილია), სიეტლ სოუნდერსი (აშშ);
C ჯგუფი – ბაიერნი (გერმანია), ოკლენდი (ზელანდია), ბოკა ხუნიორსი (არგენტინა), ბენფიკა (პორტუგალია);
D ჯგუფი – ფლამენგო (ბრაზილია), ესპერანსი (ტუნისი), ჩელსი (ინგლისი), ლოს ანჯელესი (აშშ);
E ჯგუფი – რივერ პლეიტი (არგენტინა), ურავა რედ დაიმონდსი (იაპონია), მონტერეი (მექსიკა), ინტერი (იტალია);
F ჯგუფი – ფლუმინენსე (ბრაზილია), დორტმუნდი (გერმანია), ულსანი (ს. კორეა), მამელოდი სამდაუნსი (ს. აფრიკა);
G ჯგუფი – მანჩესტერ სიტი (ინგლისი), ვიდადი (მაროკო), ალ-აინი (საამიროები), იუვენტუსი (იტალია);
H ჯგუფი – რეალი (ესპანეთი), ალ-ჰილალი (ს. არაბეთი), პაჩუკა (მექსიკა), ზალცბურგი (ავსტრია).