ოლივიე ჟირუ თებერვლამდე ვერ ითამაშებს
ოლივიე ჟირუ თებერვლამდე ვერ ითამაშებს

„არსენალის“ ფორვარდ ოლივიე ჟირუს მუხლის დაზიანება დაუდგინეს.

როგორც სააგენტო AFP იტყობინება, თავდამსხმელმა ტრავმა 19 დეკემბერს, ინგლისის ლიგის თასზე “ვესტ ჰემთან” მატჩში მიიღო.

ირკვევა, რომ ჟირუ მინიმუმ ექვს თვეს გამოტოვებს. ამან შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს მის გეგმებზე – ცნობილია, რომ 31 წლის ფრანგს იანვარში “არსენალის” დატოვება ჰქონდა განზრახული.
ამ სეზონში ჟირუმ 15 მატჩი ჩაატარა ინგლისის პრემიერლიგაში და ოთხი გოლი გაიტანა.