ოლივიე ჟირუ კორონავირუსით დაინფიცირდა #1TVSPORT
ოლივიე ჟირუ კორონავირუსით დაინფიცირდა #1TVSPORT

„მილანის“ ფრანგი ფორრვარდი ოლივიე ჟირუ კორონავირუსით დაინფიცირდა, – იუწყება იტალიური კლუბი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელს ტესტი ჩაუტარდა და კოვიდ-19 დაუდასტურდა, რის შემდეგაც ჟირუ თვითიზოლაციაში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა თავდამსხმელმა „ჩელსი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვა და „მილანის“ რიგებს  შეუერთდა.

იტალიის ჩემპიონატის ახალ სეზონში ჟირუმ ორი მატჩი ჩაატარა და ორი გოლის ავტორი გახდა.