ოლივიე ჟირუ „ინტერის“ მთავარი სამიზნეა
ოლივიე ჟირუ „ინტერის“ მთავარი სამიზნეა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „ინტერის“ მთავარი სამიზნე „ჩელსის“ თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ იქნება, – იუწყება La Gazzetta dello Sport.

ფრანგი ფეხბურთელის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან ამ ზაფხულს იწურება.

„ინტერის“ მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს ჟირუს მილანში გადმოყვანა ადრეც სურდა, მაგრამ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

მიმდინარე სეზონში ჟირუმ „ჩელსის“ შემადგენლობაში 13 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.