ოლივიე ჟირუ – იგუაინის მოსვლით ჩემი მომავალი უფრო ბუნდოვანი გახდა
LONDON, ENGLAND - JANUARY 24: Chelsea's Olivier Giroud during the Carabao Cup Semi-Final Second Leg match between Chelsea and Tottenham Hotspur at Stamford Bridge on January 24, 2019 in London, England. (Photo by Rob Newell - CameraSport via Getty Images)
საფრანგეთის ნაკრებისა და ლონდონის ჩელსის თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ აცხადებს, რომ გუნდში გონსალო იგუაინის მისვლის შემდეგ, მისი მომავალი ბუნდოვანი გახდა. არგენტინელმა სადებიუტო მატჩი ახალ გუნდში ასოციაციის თასის მეოთხე რაუნდში, შეფილდ უენზდეის წინააღმდეგ ჩაატარა (3-0 ჩელსის სასარგებლოდ) და ოთხშაბათს, ბორნმუთის წინააღმდეგ, პრემიერ-ლიგის მატჩში მონაწილეობის დიდი შანსი აქვს.
რაც შეეხება ჟირუს, მას ჩელსისთან კონტრაქტი წელს ეწურება და, იმის გათვალისწინებით, რომ იგუაინი შეიძლება გუნდში უფრო დიდი ხნით დარჩეს, ფრანგი წასვლის ვარიანტებს უკვე განიხილავს.
„ჩემი აგენტი მუშაობს ამ საკითხზე“, – განუცხადა ჟირუმ „კანალ ფუტბოლს“ (Canal Football), – „ნათელია, რომ თუ ჩელსის სხვა თავდამსხმელის მოყვანა სურს, ჩემი მომავალი ამ გუნდში უფრო ბუნდოვანი ხდება. ივნისში ჩემი კონტრაქტი იწურება და მანამდე საუკეთესო გამოსავალს ნამდვილად ვიპოვი“.
47 წულით ჩელსი სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და 13 ქულით ჩამორჩება ლიდერ ლივერულს.