ოლივიე ჟირუ „ჩელსიში“ გადავიდა
ოლივიე ჟირუ „ჩელსიში“ გადავიდა

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, 31 წლის ფრანგი ფორვარდი ოლივიე ჟირუ ერთი ლონდონური კლუბიდან მეორეში გადავიდა, კერძოდ, “არსენალი” “ჩელსიში” გაცვალა.
ანტონიო კონტეს გუნდს ეს ტრანსფერი დაახლოებით 20 მილიონი ევრო დაუჯდა. ჟირუს კონტრაქტი “ჩელსიში” 2020 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

ოლივიე ჟირუ “არსენალში” 2012 წლიდან თამაშობდა და ამ გუნდთან ერთად სამ-სამჯერ მოიგო ინგლისის თასი და ინგლისის სუპერთასი. სულ 253 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 105 გოლი გაიტანა.

უფრო ადრე, ჟირუზე პრეტენზიას აცხადებდა დორტმუნდის “ბორუსია”, რომელიც ითხოვდა ფრანგის ჩართვას პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერში.