ოლივიე ჟირუ ახლოსაა, საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნდეს #1TVSPORT
ოლივიე ჟირუ ახლოსაა, საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნდეს #1TVSPORT

ოლივიე ჟირუ, რომელიც ამჟამად „ლოს ანჯელესის“ რიგებში ასპარეზობს, დიდი ალბათობით, კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს და „ლილს“ შეუერთდება.

კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ავტორიტეტული ფრანგი ჟურნალისტის, სანტი აუნას ინფორმაციით, 38 წლის ვეტერანი კლუბს უფასოდ შეუერთდება.

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა MLS-ში 10 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.