ოლივერ ვარჰეი - აღმოსავლეთ პარტნიორობა გაიზრდება განახლებული დღის წესრიგის საფუძველზე, რომლის მთავარი ელემენტია ეკონომიკური გეგმა, რომელიც 17 მილიარდი ევროს მობილიზებას მოახდენს რეგიონში
ოლივერ ვარჰეი - აღმოსავლეთ პარტნიორობა გაიზრდება განახლებული დღის წესრიგის საფუძველზე, რომლის მთავარი ელემენტია ეკონომიკური გეგმა, რომელიც 17 მილიარდი ევროს მობილიზებას მოახდენს რეგიონში

აღმოსავლეთ პარტნიორობა გაიზრდება განახლებული დღის წესრიგის საფუძველზე, რომლის მთავარი ელემენტია ეკონომიკური გეგმა, რომელიც 17 მილიარდი ევროს მობილიზებას მოახდენს რეგიონში, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე განაცხადა.

„ეს ფორუმი არის კარგი შესაძლებლობა შესაბამის დროს ექვსი პარტნიორის მედეგობის გასაძლიერებლად. ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირი ფოკუსირებული იყო აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე. დეკემბერში სამიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს ვალდებულებას ამ ამბიციური პარტნიორობის მიმართ. პარტნიორობა გაიზრდება განახლებული დღის წესრიგის საფუძველზე. ევროკომისიამ ივლისში დაადასტურა, რომ ფოკუსირება მოხდება აღდგენაზე, მედეგობაზე და რეფორმაზე. ამ დღის წესრიგის მთავარი ელემენტია ეკონომიკური და ინვესტიციების გეგმა, რომელიც მოახდენს 17 მილიარდი ევროს მობილიზებას სახელმწიფო და კერძო ინვესტიციებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. არსებითი ინვესტირების პაკეტი სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის, ტრანსპორტის განვითარების, ციფრული კავშირის, ასევე მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის სტიმულირებას მოახდენს. გავლენის გაზრდის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვახდენთ წამყვანი ინიციატივების იდენტიფიცირებას თითოეული პარტნიორი ქვეყნისთვის. ამას კონკრეტული სარგებელი ექნება ბიზნესებისთვის და მოქალქეებისთვის მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.