ოლივერ კანი „ბაიერნში“ ბრუნდება
ოლივერ კანი „ბაიერნში“ ბრუნდება

ლეგენდარული გერმანელი მეკარე ოლივერ კანი „ბაიერნში“ დაბრუნებას აანონსებს. გერმანული ფეხბურთის ვეტერანმა ვარსკვლავმა ინფორმაცია „ფეისბუქის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გააჟღერა.

„განშორებიდან 11 წლის შემდეგ, კვლავ „რეკორდმაისტერში“ ვბრუნდები. დადგა დრო, დავბრუნდე კლუბში, რომელმაც ჩემი კარიერის განვითარებაში დიდი გავლენა მოახდინა. მინდა, მადლობა გადავუხადო „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის. გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს გავიღებ და ვეცდები, მის განვითარებაში დიდი ენთუზიაზმით ჩემი წვლილიც შევიტანო“, – ნათქვამია ოლივერ კანის ფეისბუქ პოსტში.

ვეტერანი გერმანელი მეკარე სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი იქნება და საქმიანობას იანვრიდან შეუდგება.