ოლივერ კანი - ალისონი ნოიერზე ძლიერია
ოლივერ კანი - ალისონი ნოიერზე ძლიერია

ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარემ, მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ოლივერ კანმა ერთმანეთს შეადარა „ლივერპულის“ კარის დარაჯი ალისონი და „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი.

„ამ მომენტისთვის ალისონი უკეთესია“, – თქვა კანმა ინგლისის ჩემპიონატის ლიდერის მეკარეზე. – „მსოფლიოს ჩემპიონატზე მან აჩვენა, რომ მსოფლიო დონის მეკარეა. ნოიერი კი ჯერ ვერ გავიდა თავის დონეზე ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ. ვფიქრობ, ის ამოვარდა რითმიდან სწორედ იძულებითი პაუზისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაადრევი გამოვარდნის გამო“.