ოლივერ გლასნერი მთავარი ფავორიტია „მანჩესტერ იუნაიტედში“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე #1TVSPORT

11:15, 16.09.2025

გერმანელმა სპეციალისტმა, ოლივერ გლასნერმა, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რუბენ ამორიმი შეცვალოს.

„იუნაიტედი“ პრემიერლიგის ოთხი ტურის შემდეგ ოთხი ქულით მე-14 ადგილზეა. ასეთი შედეგების გამო ბუკმეიკერებმა ამორიმი ნომერ პირველ კანდიდატად გამოაცხადეს პრემიერლიგის მწვრთნელებს შორის პოსტის დატოვებაზე.

ბუკმეიკერებს მიაჩნიათ, რომ გლასნერი მთავარი ფავორიტია პორტუგალიელის შეცვლაზე. „კრისტალ პალასის“ დამრიგებელის „მანჩესტერ იუნაიტედში“ დანიშვნაზე კოეფიციენტი 4.5-ს შეადგენს.

გლასნერის შემდეგ მოდიან ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი გარეტ საუტგეიტი (6.0), მაურისიო პოჩეტინო (8.0) და ზინედინ ზიდანი (8.5).

მსგავსი