დევისის სამმაგი დუბლი „რუსთავს“ გამარჯვებისთვის არ ეყო - „ოლიმპი“ საქართველოს თასის ფინალში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშების ოთხთა ფინალი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 26 აპრილს დაიწყო. პირველ შეხვედრაში „ოლიმპი“ „რუსთავს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 91:78 დაამარცხა.

პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა, მეორე ნახევარის დასაწყისში „ოლიმპმა“ 8:0 გაქცევა მოაწყო, რის შედეგადაც 59:46 დაწინაურდა. მას შემდეგ რუსთაველები ბევრს ეცადნენ, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

გარდა იმისა, რომ გამარჯვებულებმა ფარქვეშ მეტოქესთან შედარებით უკეთ ითამაშეს (მოხსნებში 47:38), განსაკუთრებული სიზუსტე სამქულიანებში გამოიჩინეს – 24-დან 12 სამიანი.

„ოლიმპის“ ამერიკელმა ლეგიონერმა დონოვან სმიტმა 5-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო ახალგაზრდა ლევან ქვარცხავამ – 5-დან 4. 20 ქულით „ოლიმპელთა“ ბომბარდირი კახა ჯინჭარაძე გახდა. ამდენივე ჰქონდა „რუსთავის“ ლეგიონერ ჯილან ვაშინგტონს. სამმაგი დუბლი გაიფორმა რუსთაველმა მაიკლ დევისმა – 16 ქულა, 11 მოხსნა, 11 გადაცემა.