ოლიმპიური ტაიმაუტი | ნინო სალუქვაძე - ქვეყანამ პრიორიტეტად უნდა დასახოს სპორტის აღორძინება  #1TVSPORT
ოლიმპიური ტაიმაუტი | ნინო სალუქვაძე - ქვეყანამ პრიორიტეტად უნდა დასახოს სპორტის აღორძინება #1TVSPORT

გადაცემა ტაიმაუტს ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, ოლიმპიური თმაშების ცხრაგზის მონაწილე და რეკორდსმენი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე სტუმრობდა. წამყვანის, გიორგი თვალაბეიშვილის შეკითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს, რომ საქართველოს ოლიმპიური ნაკრები სპორტის კიდევ უფრო მეტ სახეობაში იყოს წარმოდგენილი, ნინო სალუქვაძემ უპასუხა:

„არ არსებობს ერთიანი ბაზა, სადაც ყველა სპორტსმენი ერთად მოემზადება და შესაბამისი პირობები ექნება. არ გვაქვს ნაციონალური ფორმაც კი. დამისახელეთ ქვეყანა, რომელსაც ეს არ აქვს. ძალიან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორია. ასეთი ადრენალინი, ასეთი სიხარული, როგორიც ჩვენმა სპორტსმენებმა მოგვიტანეს, ქვეყნის ცნობადობის ასეთი ზრდა ჰქონდეს, სხვა დარგი არ არის და ასევე ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა.

ქვეყანამ პრიორიტეტად უნდა დასახოს სპორტის აღორძინება. ერთიანი ბაზები თითქმის ყველა ქვეყანას აქვს, მათ შორის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს. სპორტსმენებმა ოლიმპიადაზე გავიცანით ერთმანეთი“.