ოლიმპიური ტაიმაუტი | ლაშა ტალახაძე - გათვითცნობიერებული მაქვს, რომ ჩემგან გულშემატკივრები მეტს ელოდებიან და მათი იმედი უნდა გავამართლო #1TVSPORT
ოლიმპიური ტაიმაუტი | ლაშა ტალახაძე - გათვითცნობიერებული მაქვს, რომ ჩემგან გულშემატკივრები მეტს ელოდებიან და მათი იმედი უნდა გავამართლო #1TVSPORT

„ოლიმპიური ტაიმაუტის“ პირდაპირ ეთერში ტოკიო 2020-ის ტრიუმფატორი ლაშა ტალახაძე ჩაერთო, რომელმაც ოქროს მოდელი მოიპოვა და სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა:

„როცა ჩემს სამშობლოში ვბრუნდები, ვათვითცნობიერებ, რომ მართლა კარგი გავაკეთე ჩემი ქვეყნისთვის. მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და შინაგანად მაქვს იმის განცდა, რომ მეტი შემიძლია. რაც უფრო დიდ ხანს ვიქნები სპორტის ჩემს სახეობაში, მინდა რომ ყოველ წელიწადს ახალი ტიტული მოვიპოვო და გავზარდო წარმატებები. ალბათ ეს არის ყველაფრის თავი და თავი და რა თქმა უნდა, მწვრთნელთა კოლექტივი, რომელიც მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. მეც გათვითცნობიერებული მაქვს, რომ ჩემგან გულშემატკივრები მეტს ელოდებიან და მათი იმედები უნდა გავამართლო.

სპორტის სხვა სახეობებშიც, არა მხოლოდ ძალოსნობაში, გაზრდილია მომავალი თაობის ინტერესი. უფრო წინ მივიწევთ, მაგრამ, ალბათ უკეთესი პირობებია საჭირო, რომ სპორტის ყველა სახეობა უფრო განვითარდეს. ბავშვების რაოდენობა სპორტის ჩვენს სახეობაში საგრძობლად არის გაზრდილი. კარგი და მიზანდასახული თაობა მოდის. სპორტი არის ის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა, რომელიც წინ წასწევს ჩვენს ახალგაზრდა თაობას“.

დატოვე კომენტარი