ოლიმპიური ტაიმაუტი | ლაშა გუჯეჯიანი - რეკორდულ შედეგს მივაღწიეთ, მაგრამ გულდაწყვეტილიც ვარ [ვიდეო] #1TVSPORT
ოლიმპიური ტაიმაუტი | ლაშა გუჯეჯიანი - რეკორდულ შედეგს მივაღწიეთ, მაგრამ გულდაწყვეტილიც ვარ [ვიდეო] #1TVSPORT

ტაიმაუტის სტუმარი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი იყო, რომლის შეგირდებმაც ტოკიო 2020-ზე ბრწყინვალე შედეგი აჩვენეს და ვაჟთა შორის მეორე ადგილი დაიკავეს. ჩვენი ძიუდოისტები მხოლოდ მასპინძელ იაპონიას ჩამორჩნენ.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოსტთა ნაკრებმა საქართველოს ოლიმპიურ გუნდს ყველაზე მეტი მედალი მოუტანა – ერთი ოქრო და სამი ვერცხლი.

„ის შრომა, ის თავდადება, რომელიც სპორტსმენებმა, მწვრთნელებმა, ფედერაციამ გასწიეს, ვფიქრობ, რომ დაგვიფასდა და იმ შედეგს მივაღწიეთ, რასაც ნამდვილად წარმატება ჰქვია და რეკორდული მაჩვენებელია. თუმცა, გულისწყვეტაც მაქვს. შეგვიძლია დადებითად შევაფასოთ ჩვენი გამოსვლა, მაგრამ რეალურად ეს არ არის მადლების ის რაოდენობა და ხარისხი, რომელიც ქართულ ძიუდოს შეეძლო მოეპოვებინა“.

სრული ინტერვიუ იხილეთ ქვემოთ