ოლიმპიური ტაიმაუტი | ლაშა ბექაური ოლიმპიადის ოთხჯერ მოგების პირობაზე - რა თქმა უნდა, ათვლა დაიწყო #1TVSPORT
ოლიმპიური ტაიმაუტი | ლაშა ბექაური ოლიმპიადის ოთხჯერ მოგების პირობაზე - რა თქმა უნდა, ათვლა დაიწყო #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ოლიმპიური ტაიმაუტი“ ექსკლუზიურად ტოკიოდან, ოლიმპიადის ტრიუმფატორი ლაშა ბექაური იყო პირდაპირ ეთერში ჩართული, რომელმაც მის ისტორიულ გამარჯვებასა და ტურნირის მიმდინარეობაზე ილაპარაკა.

„პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა ყველას, თქვენც და მთლიანად საქართველოს. ამ გერმანელ მეტოქეს აქამდე არ შევხვედრილვარ და რა თქმა უნდა, უცნაური იყო ჩემთვის მისი ფინალში გასვლა. მაგრამ ამ დღეს ძალიან მოტივირებული და მონდომებული იყო, შესაბამისად ეკუთვნოდა ოლიმპიური ფინალი. ფინალში ჰოლანდიელ ძიუდოისტს ველოდი, მაგრამ ძიუდოში ყველაფერი სხვანაირად ხდება.“

ჩართვის ბოლოს „ოლიმპიური ტაიმაუტის“ წამყვანის, გიორგი თვალაბეიშვილის კითხვას აპირებს თუ არა პირობის შესრულებას და ჯამში 4 ოლიმპიური ოქროს მოპოვებას, 21 წლის ძიუდოისტმა უპაუხა:

„რა თქმა უნდა, ათვლა დაიწყო.“

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ლაშა ბექაურმა გადაცემა „ტაიმაუტის“ რუბრიკაში „დაიმახსოვრეთ“ შემდეგი სიტყვები თქვა – „ჩემი მთავარი მიზანია, ოთხჯერ მოვიგო ოლიმპიადა“.