ოლიმპიური ტაიმაუტი | ლაშა ბექაური - ჩემში არაფერი შეცვლილა და არც არასდროს შეიცვლება [ვიდეო] #1TVSPORT
ოლიმპიური ტაიმაუტი | ლაშა ბექაური - ჩემში არაფერი შეცვლილა და არც არასდროს შეიცვლება [ვიდეო] #1TVSPORT

ტაიმაუტის ეთერში ლაშა ბექაურთან ექსკლუზიური ინტერვიუ გავიდა, 21 წლის ძიუდოისტთან, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა:

„უფრო დიდი სიყვარული წამოვიდა ხალხის მხრიდან. უფრო გაბედნიერდა ხალხი ჩემს გარშემო. ვფიქრობ, რომ ჩემში არაფერი შეცვლილა და არც შეიცვლება არასოდეს. ჩემი მიზანიც უცვლელი დარჩა, რა თქმა უნდა და გავნაგრძობ ვარჯიშს მიზნის მისაღწევად. თუ გინდა, რომ დარჩე, თუ გინდა, სიცოცხლეში აჯობო სიკვდილს და მერეც დარჩეს შენი სახელი, რა თქმა უნდა, სიძნელეებს უნდა შეეჭიდო.

ზოგადად, არავისთან არ მეშინოდა. შიში არასდროს არ მაქვს ხოლმე. პასუხისმგებლობაა მეტი ოლიმპიადაზე, სხვა შეჯიბრებებთან შედარებით. ოთხ წელიწადში ერთხელ არის, თან ამხელა ტრავმით გამოვედი. რთულია, მაგრამ იმ დღეს ძალიან დიდი მოტივაცია მქონდა, მონდომებით ვიყავი და ვერავინ ვერ შემიქმნა დაბრკოლება, ისე ვიყავი – ქართულად გასული“.

სრული ინტერვიუ იხილეთ ქვემოთ