ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა შეიძლება კორონავირუსის გამო შეამცირონ
ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა შეიძლება კორონავირუსის გამო შეამცირონ

ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის შემცირების შესაძლებლობას განიხილავს, – იტყობინება ვებგვერდი Inside the Games.

„მაყურებელთა დიდი რაოდენობა ამაღლებს ავადმყოფობის გავრცელების რისკს. დისტანციის შემოკლება ერთ-ერთი ვარიანტია, რომელსაც განვიხილავთ“, – განაცხადა საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ტოსირო მუტომ.

ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა 12 მარტს დაიწყება საბერძნეთში. იაპონიის ტერიტორიაზე ესტაფეტა 26 მარტიდან გადაინაცვლებს.