ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი წლის ბოლო შეჯიბრზე ტრავმის გამო არ იჭიდავებს
ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი წლის ბოლო შეჯიბრზე ტრავმის გამო არ იჭიდავებს
12-14 დეკემბერს ჩინეთის ქალაქი ცინდაო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის შემაჯამებელ ტურნირს, მასტერსს უმასპინძლებს. შეჯიბრს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ტრავმის გამო გამოტოვებს.
ცინდაოს მასტერსზე 67 ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს. ვაჟებს შორის 230, ქალთა შორის კი 218 ძიუდოისტი იჭიდავებს.

60კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი
66კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
81კგ: ტატო გრიგალაშვილი
90კგ: ბექა ღვინიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა ბექაური
100კგ: ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ: გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი

ქალთა შორის საქართველოს ნაკრების ღირსებას 57კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი დაიცავს.