ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ცერემონიამ ცარიელ სტადიონზე ჩაიარა (ვიდეო)
ხუთშაბათს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაიმართა 2020 წლის ზაფხულის თამაშების ორგანიზატორი ქვეყნისთვის ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ცერემონია.
კორონავირუსის პანდემიის გამო, პანაფინეის სტადიონზე ცერემონიამ მაყურებლების გარეშე ჩაიარა.
საბერძნეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა ცეცხლი გადასცა „ტოკიო-2020“-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელს ნაოკო იმოტოს. ახლა, სპეციალური თვითმფრინავით ოლიმპიურ ცეცხლს მიიაგის პრეფექტურაში ჩაიტანენ.
2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქში 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაიმართება, მაგრამ ამ გეგმებს შეიძლება ხელი კორონავირუსმა შეუშალოს.
The Olympic flame is on its way to #Tokyo2020 🔥
Tokyo Organizing committee representative Naoko Imoto has received the flame and it will now be transported to Miyagi prefecture in a specially designed #Tokyo2020 lantern. 🇯🇵#OlympicTorchRelay #UnitedByEmotion pic.twitter.com/963rIXeGtQ
— #Tokyo2020 (@Tokyo2020) March 19, 2020