ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონია უმაყურებლოდ ჩაივლის
ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონია უმაყურებლოდ ჩაივლის

საბერძნეთის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაცხადა, რომ ტოკიოს 2020 წლის თამაშების ცეცხლის დანთების ცერემონია კორონავირუსის გამო მაყურებლების გარეშე ჩაივლის.

ტრადიციული ღონისძიება ოლიმპიაში 12 მარტს გაიმართებ და მას მხოლოდ 100 ადამიანი დაესწრება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან და ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტიდან. ცერემონია ასევე დახურული იქნება ჟურნალისტებისთვის.

ერთი კვირის განმავლობაში, ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა საბერძნეთის ტერიტორიაზე ჩაივლის, 19 მარტს კი ჩირაღდანს გადასცემენ იაპონურ მხარეს.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაიმართება.