ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშა აღიმართა

სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგის ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშა საზეიმოდ აღიმართა. ცერემონიას ესწრებოდნენ ქართული დელეგაციის წევრები და სპორტსმენები.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოდან ოთხი სპორტსმენი იასპარეზებს. ესენი არიან სამთო მოთხილამურეები იასონ აბრამაშვილი და ნინო წიკლაური, მოციგურავე მორის ყვითელაშვილი და მოციგავე გიორგი სოღოიანი.

ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონია 9 თებერვალს, თბილისის დროით 15.00 საათზე დაიწყება.

გახსნისა და ასპარეზობების პირდაპირ რეპორტაჟებს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.