ოლიმპიურ მუზეუმში თამარ ბალავაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა #1TVSPORT

16:24, 06.03.2025

საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, თამარ ბალავაძის წიგნის, „ერთი ჩემპიონი ქალის ისტორიის“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი გამოიცა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით.

„ერთი ჩემპიონი ქალის ისტორია“ ეძღვნება ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებსა და პრიზიორებს, ასევე მსოფლიოსა და ევროპის მედალოსან ქალებს, რომლებმაც საქართველოს დიდი სახელი მოუტანეს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, ვეტერანი სპორტსმენები და სპორტული მედიის წარმომადგენლები.

მსგავსი