ოლიმპიურ მოძრაობაში ახალი ისტორია იწერება

21:16, 11.02.2020

პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტას ქალი სპორტსმენი დაიწყებს. ეს პატივი წილად ხვდა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ჩემპიონს პნევმატური პისტოლეტით სროლაში ანა კორაკაკის.

ბერძენი სპორტსმენისგან ესტაფეტას იაპონელი მძლეოსანი მიძუკუ ნაგუჩი გადაიბარებს.

24 ივლისს, ოლიმპიურ ცეცხლს ჩაიტანენ ტოკიოში. სწორედ ამ დღეს გაიხსნება 2020 წლის ზაფხულის თამაშები.

მსგავსი