ოლიმპიურ კომიტეტში ახალგაზრდული თამაშების მონაწილეთა გაცილებისა და ფიცის დადების ცერემონია გაიმართა #1TVSPORT

21:43, 26.10.2026

31 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით სენეგალის დედაქალაქი დაკარი ზაფხულის მეოთხე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.

26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სპორტსმენთა ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა. ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენების სახელით, ფიცი ქვიშის მოჭიდავე ლუკა მახარაძემ დადო, ხოლო სიტყვით უშუისტი გვანცა ქარჩავა წარდგა.

დაკარის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მედროშეები მოცურავე ანასტასია მიქელაშვილი და ძიუდოისტი ვაჟა გენგაშვილი იქნებიან.

თამაშებში მონაწილეობას 205 ქვეყნის 2655 სპორტმენი მიიღებს, შეჯიბრებები სპორტის 25 სახეობაში გაიმართება.

ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის 9 სახეობაში 13 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი:

ფარიკაობა

გიორგი ურუშაძე;

მშვილდოსნობა

დავით ბასილაძე;

უშუ

გვანცა ქარჩავა;

ცურვა

ანასტასია მიქელაშვილი – 100 მ. თავისუფალი სტილი;

დაჩი მესხიშვილი – 100 მ. თავისუფალი სტილი;

კრივი

ემილ ისმაილოვი – 55 კგ;

ტაეკვონდო

შოთა ზედგენიძე – 63 კგ;

ძიუდო

ვაჟა გენგაშვილი – 81 კგ;

ქვიშის ჭიდაობა

დავით მძევაშვილი – 60 კგ;

ლუკა მახარაძე – 70 კგ;

ბოგდან კვანტალიანი – 80 კგ;

ნურადინ მუსტაფაევი – 90 კგ;

მძლეოსნობა

ნინო გოგიტიძე – 200 მ.

მსგავსი